რეზონანსი
21.01.2022

ცენტრალური კომიტეტი აღდენილია და მას ჰქვია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მისი პირველი მდივანი ივანიშვილია და ელოდებიან მითითებებს მოსკოვიდან.

"საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ყოველთვის დუმდა იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა საქართველოს. ისინი ასრულებდნენ მოსკოვიდან მოსულ დავალებებს. დღეს ცენტრალური კომიტეტი აღდენილია და მას ჰქვია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, "ქოცური" და პირველი მდივანი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ელოდებიან იმას, მოსკოვში რას გადაუწყვეტენ.

საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს დამოუკიდებლობა და არც ის, რომ ჩვენ გამო ლამის მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი დაიწყოს. ეს სერიოზული ამბავია, როდესაც ულტიმატუმი წაუყენა პუტინმა ამერიკას, რომ საქართველო არ იქნას ნატოში მიღებული, ხოლო ამერიკის და ნატოს ნაწილები გავიდნენ ნატოში მიღებული ბულგარეთის და რუმინეთის ტერიტორიიდანო. უსერიოზულესი საფრთხის წინაშე დგას მთელი კაცობრიობა და უპირველესად საქართველო, რომელიც უნდათ, რომ გამოგლიჯონ მსოფლიო კაცობრიობას და უკან ჩაახუტონ მონგოლოიდურ იმპერიას და ამ დროს საქართველოს ხელისუფლების ჩამიჩუმი არ ისმის," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×