რეზონანსი
21.01.2022

თუ მოლაშვილის საქმეზე აღიარა სახელმწიფომ ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, ასეთივე სტანდარტით უნდა იმოქმედოს სააკაშვილის შემთხვევაშიც - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში წერს.

"როდესაც იურისტი ერთი საქმის დეტალებს მეორე საქმისას ადარებს, ეს არ ნიშნავს ადამიანების ერთმანეთთან შედარებას. თუ მოლაშვილის საქმეში "აღიარა" სახელმწიფომ ევროკონვენციის მე-3 მუხლის, დარღვევა, რადგან სათანადო სამედიცინო დახმარებაზე არ ქონდა ხელმისაწვდომობა სულხანს, ცხადია, იგივე სტანდარტი იმოქმედებს მიხეილ სააკაშვილზეც.

თუ ცენტრ "ემპათიის" დასკვნა სანდოა მოლაშვილის საქმეში, "ემპათიის" დასკვნა სანდო უნდა იყოს სააკაშვილის საქმეშიც და ა.შ. რაც შეეხება ადამიანების ერთმანეთთან შედარებას, დარწმუნებული ვარ, არც სულხან მოლაშვილს ენდომებოდა მიხეილ სააკაშვილთან შედარება და არც მიხეილ სააკაშვილი იქნება სულხან მოლაშვილთან შედარებით დაინტერესებული.

რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, როგორც სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით მიმაჩნია დარღვეულად კონვენციის მე-3 მუხლი და ის მსხვერპლი იყო უსამართლო მართლმსაჯულებისაც, ასე ვთვლი მიხელ სააკაშვილზეც. ხოლო მურუსიძე, რომელმაც მოლაშვილის საქმე საბოლოოდ გადაწყვიტა და დამნაშავედ სცნო, ბიძინამ განბანა, დღეს უვადო მოსამართლედ გვიზის და სასამართლო სისტემას მართავს", - წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×