რეზონანსი
21.01.2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის უფასო ტესტირება.

„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა,გთხოვთ, დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე - regagency@moh.gov.ge. ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი. სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - აცხადებენ სამინისტროში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×