რეზონანსი
21.01.2022

ბავშვთა ქირურგის ლევან ფერაძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის" შტამის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სტატისტიკის წარმოება აზრს კარგავს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეტსაც გეტყვით, რომ სტატისტიკის წარმოებასაც საერთოდ აზრი აღარ აქვს. თუ ეს იქნება მასობრივი და მოიცავს 1-1,5 მლნ ადამიანს, გარკვეულწილად ჰოსპიტალურ სექტორს მაინც დააწვება და მზად ვართ ამისთვის თუ არა, არ ვიცი.

ამასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დაწოლა იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და რესურსი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი დავავადდებით საბოლოო ჯამში. ალბათ ერთეულები გადარჩებიან, 99%-ს შეგვხვდება „ომიკრონი", - აღნიშნა ლევან ფერაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×