რეზონანსი
20.01.2022

როცა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს შემოგვთავაზა, რომ საქმის მასალებს გავცნობოდით, ამით მათ ხაზი გაუსვეს ძალიან მარტივ რამეს, ისინი პრაქტიკულად აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებას , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ხოლო თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად არ ცნობენ, ბრძოლა საერთაშორისო დონეზე გაგრძელდება.

„ეს გახლავთ ძალიან კომიკური საკითხის კიდევ ერთი დემონსტრაცია. დაზარალებულის ერთ-ერთი მთავარი უფლება არის სწორედ მასალების გაცნობის უფლება. ამიტომ პროკურატურამ როცა შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს, ამით მათ ხაზი გაუსვეს ძალიან მარტივ რამეს, ისინი პრაქტიკულად აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებას, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულია, უბრალოდ არ სურს ამ ხელისუფლებას, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში, საგამოძიებო დოკუმენტებში, სასამართლო დოკუმენტებში იყოს სტატუსი დეკლარირებული და მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის გასწვრივ ეწეროს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დაზარალებული. ეს არის პროკურატურის ერთადერთი მოტივი. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ამასთან შეგუებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ და სამართლებრივ ბრძოლას ამ კუთხით გავაგრძელებთ. მათ შორის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ პროკურორთანაც და თბილისის საქალაქო სასამართლოშიც და თუ შიდა ეროვნულ დონეზე, საქართველოს მართლმსაჯულების პირობებში, ეს აბსოლუტურად საფუძვლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას მათ შორის საერთაშორისო დონეზეც.

ამასთან, პროკურატურის განცხადება თავად, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, არცერთი აბზაცი არ არის დასაბუთებული, ვერ შევხვდებით არგუმენტებს თუ რატომ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ცნობილი დაზარალებულად. აქ არ დგას კითხვის ნიშანი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა ის ადამიანი, ვინც ძალით ძალით წაიყვანეს, მოტყუებით წაიყვანეს. არ დგას კითხვის ნიშანი, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვას ხომ არ მიადგა ფიზიკური ზიანი, ხომ არ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ამიტომ, გაუგებარია, პროკურატურა სხვა რას ელოდება. რა შეიძლება სხვა ამ საქმეზე დადგინდეს, რათა მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურის მიერ არ არსებული დადგენილი სტანდარტი დააკმაყოფილოს და დაზარალებულის სტატუსი მიიღოს.", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×