რეზონანსი
20.01.2022

"სტრასბურგიდან ბოლო სამ თვეში სამი გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი:

1. 5 ივლისის მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მის პრემიერობას და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს უკავშირდება;

2. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ძალან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და სადაც 5 ივლისის მსგავსად მოიქცა;

3. მამუკა მიქაუტაძეზე დღევანდელი, არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მის მინისტრობას უკავშირდება და მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებსა და საქმის გამოუძიებლობას.

პარლამენტს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გაიხსენებდა მის ნამდვილ როლს და სამივე საკითხზე პასუხი უნდა მოეთხოვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად დასამარებულია", - წერს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×