რეზონანსი
19.01.2022

ექსპერტ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია.

„სააკაშვილზე ზოგი ამბობს, რომ ის აწამეს; ზოგი ამბობს, რომ არაადამიანურად მოეპყრნენ, ზოგი კი ამბობს, რომ ღირსების შემლახველად მოეპყრნენ. ვინც ასეთ შეფასებებს აკეთებს, ადვოკატი იქნება ეს თუ მისი თანაპარტიელი, უნდა განმარტოს, რაში გამოიხატება ის ქმედება, რომელსაც ისინი გმობენ. რაც შეეხება სულხან მოლაშვილთან შედარებას, ეს აბსურდია. ის იყო დადასტურებული წამება და არანაირი კითხვის ნიშნები იქ არ არსებობდა“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პროკურატურასთან გაკეთებული კომენტარის დროს გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და პარალელი სულხან მოლაშვილის საქმესთან გაავლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×