რეზონანსი
19.01.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი დომინანტური ომიკრონის ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად ძლიერია, ის აზრი, რომ ეს სუსტი დაავადებაა არასწორია. „ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს. ნაკლებად მძიმე შემთხვევები კი საავადმყოფოებს მაინც გადატვირთავენ. მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×