რეზონანსი
18.01.2022

რა თქმა უნდა, იმას, რომ მედიკამენტი თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე მოხვდეს და ეს პროცესი მეტად გაიშალოს, გარკვეული დრო დასჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მედიკამენტის ხარისხიდან და ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარზე მეტად კონკურენტული პირობები შეიქმნება ამ ტიპის არხის გააქტიურებით. ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევანის გაფართოვდეს და ფასზეც ჰქონდეს მეტად დადებითი ზემოქმედება. რეგულაცია, რომელიც ძალაში შევიდა - თურქეთის მარეგულირებლის აღიარებითი რეგისტრაცია საქართველოს მიერ, ბუნებრივია, შეეხება ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შესაძლებელია თურქეთიდან ქვეყანაში შემოვიდეს", - ამბობს გაბუნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×