რეზონანსი
17.01.2022

ისრაელში, Sheba-ს სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი" ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

Sheba-ს სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, პროფესორი გილი რეგევ-იოხაი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია.

„ანტისხეულების ზრდას ვხედავთ. უფრო მაღალია, ვიდრე მესამე დოზის შემდეგ. თუმცა, ოთხი დოზით აცრილებს შორის „ომიკრონი" ვარიანტით ბევრ ინფიცირებულს ვხედავთ. ვაქცინა შესანიშნავია „ალფა" და „დელტა" ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის" ის საკმარისად კარგი არ არის", - აღნიშნა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ.

3 იანვარს, ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×