რეზონანსი
17.01.2022

"ჯორჯიან ეარვეისი" 150 მილიონ დოლარად იყიდება. ავიაკომპანიისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაზე "ჯორჯიან ეარვეისის" ყოფილი დირექტორის, რომან ბოკერიას მიერ დაფუძნებული "საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი" მუშაობს.

გაყიდვის მცდელობის მიუხედავად, "ჯორჯიან ეარვეისი" 2021 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესშია. კომპანიას ათობით მხარის მიმართ 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რომელსაც ვერ ემსახურება, ხოლო მისი აქტივები კი მხოლოდ 21 მილიონი ლარია.

რომან ბოკერიას განმარტებით, საკანონმდებლო შეზღუდვებისგან გამომდინარე, არ შეიძლება უცხოურ მხარეს საქართველოს ეროვნულ ავიაკომპანიაში მაჟორიტარული წილი ეკუთვნოდეს, ამიტომაც გარიგებით კომპანიის მხოლოდ 49%-ის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. რომან ბოკერიას თქმით, ავიაკომპანიის განმტკიცებისთვის და მასში მნიშვნელოვანი უცხოელი პარტნიორების შესვლისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის აქციების მცირე პაკეტი საქართველოს სახელმწიფომაც იყიდოს, რათა ამ მხრივ ინვესტორებს მეტი ნდობა ექნებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×