
ეპიდვითარება ახლა არის საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვნად დიდი მოლოდინია შემთხვევების ზრდის რისკის, როგორც მთელი მსოფლიოს მაგალითი აჩვენებს, „ომიკრონს" შეუძლია მსგავსი სცენარით სიტუაციის განვითარება, - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. ალერგოლოგ - იმუნოლოგის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.
„საქართველოში რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე საკმაოდ მაღალია მილიონ მოსახლეზე ოვიდგადატანილების რიცხვი. ამას გარკვეულწილად ექნება პოზიტიური გავლენა. მოსახლეობის 30% არის მიმღები ამ ინფექციის მიმართ, ეს არის მილიონზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, აქ ძირითადი ნაწილი ბავშვები არიან, რომლებსაც ვერ ვცრით. თუმცა, ბავშვთა შორის ვირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია. ყველა პროგნოზით, იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში შემთხვევების რაოდენობის მატება იქნება", - ამბობს კულუმბეგოვი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 931 507, გარდაიცვალა 14 481 პაციენტი.