
„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნისა აკაკი ბობოხიძის აზრით, ერთადერთი, რისიც “ქართულ ოცნებას“ ეშინია, სპონტანურად გამოსული და გაბრაზებული ქართველი ხალხია. “ქართულ ოცნებას“ არ ეშინია პოლიტიკური აქტივის, გინდა 50-ათასიანი აქცია ჩატარდეს და გინდა 100-ათასიანი.
„მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა, ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში. 7 ნოემბერს 100 ათასი კაცი არ გამოსულა ქუჩაში, მაგრამ როდესაც გაბრაზების ტემპერატურას დავუკვირდით, სააკაშვილი გადადგა, არ დასჭირვებია 100 ათასი კაცი. არ დასჭირვებია სარალიძის საქმის დროს “ქართულ ოცნებას“ სწორი ნაბიჯის გადასადგმელად 100 ათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში… მხოლოდ რაოდენობა არ კმარა იმისთვის, რომ “ქართული ოცნება“ შეშინდეს, ძალას გამოიყენებს ნებისმიერი რაოდენობის პოლიტიკური აქტივის წინააღმდეგ. “ქართულ ოცნებას“, რისიც ეშინია ეს არის სპონტანური და გაბრაზებული ქართველი ხალხი და გაბრაზებული ქართველი ხალხი არ გამოჰყავს არც კაკო ბობოხიძეს და არც “ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს, ყველა შემთხვევაში”, – განაცხადა ბობოხიძემ გადაცემაში “360 გრადუსი“.