
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია, ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას წერილის სქრინს ავრცელებს და წერს:
“ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები, რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს ამ პოსტში.
ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს.”
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას უფროსმა შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომლის თქმითაც, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძემ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, მიტინგის მოწყობა სცადა.