რეზონანსი
06.12.2021

„ასტრაზენეკას" ვაქცინის შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე „კოვიდ-19".

„ეს კრიზისი არ არის უკანასკნელი. მართალი გითხრათ, შემდეგი ვირუსი შეიძლება, უარესი იყოს. ის, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო ლეტალური. ამიტომ, ცოდნა, რომელიც მივიღეთ, არ უნდა დავკარგოთ", - ამბობს სარა გილბერტი.

ამასთან, როგორც გილბერტი აცხადებს, დღეს არსებული ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებდეს კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის" წინააღმდეგ.

პროფესორი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კაცობრიობამ შესაძლოა შექმნას გრიპის უნივერსალური ვაქცინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×