რეზონანსი
06.12.2021

უკვე კანონმდებლობით გაიწერა, როგორ უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ყოველწლიურად და დღეს სწორედ ამ პროცესში ვართ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფორმულა რომლითაც განისაზღვრება პენსიის მომატება, უზრუნველყოფს მის მსყიდველუნარიანობას.

„70 წლამდე პირებისთვის პენსია განისაზღვრება ინფლაციით, ხოლო 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის პენსია იქნება ინფლაციითა და დამატებით ეკონომიკური ზრდით განსაზღვრული. სწორედ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ მსყიდველუნარიანობა შენარჩუნდეს პენსიისა გასულ წლებთან მიმართებაში. ეს არის ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად მოხდება და ახლაც ხდება პენსიის ზრდა, სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ გათვალისწინებული იყოს მათ შორის, მსყიდველუნარიანობა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×