რეზონანსი
06.12.2021

თბილისში, სანზონის დასახლებაში 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

„ფორმულას" ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს. სწორედ იმ ადგილას, სადაც მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაპირისპირება გოგოს გამო დაიწყო. დავით კრავეიშვილის მეგობრები ამბობენ, რომ კრავეიშვილი მკვლელობამდე 1 საათით ადრე ნახეს.

„მოპედით კატაობდა, მოვიკითხე, ვკითხე, დახმარება ხომ არ გინდა მეთქი, უარი მითხრა. შემდეგ გავიგეთ, რომ მოკლეს და ძალიან გვეწყინა. ალბათ გოგო ვერ გაიყვეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

ინფორმაციისთვის, 4 დეკემბერს, სანზონის დასახლებაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი დავით კრავეიშვილი მოკლეს.

კრავეიშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×