რეზონანსი
06.12.2021

ზემო სვანეთის გზაზე, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე კლდე ჩამოიშალა.

მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.

ასევე, ელოდებიან სპეციალისტების ჯგუფს, რათა მოხდეს ქანების შესწავლა.

მესტიაში მცხოვრები 8 ადამიანი, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების გამო გზის გავლა სჭირდებოდათ, მაშველებმა გადაიყვანეს.

უცნობია, რა დრო დასჭირდება გზის გახსნას, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კულუხაშვილის თქმით, ეცდებიან, მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×