რეზონანსი
06.12.2021

„ნაციონალური მოძრაობა" ტყუილად ხარჯავს რესურსს, რომ ჯერ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და შემდეგ შეიცვალოს ხელისუფლება, თუ პირიქით. საზოგადოება არც ერთს აპირებს და არც მეორეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილისა და მელიას შიდა დაპირისპირება საინტერესო არ არის.

„დაპირისპირება დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება. საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს, ვიდრე სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაა. ნიკა მელია უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპია პოლიტიკოსია, ის არის სტაბილური პოლიტიკური პროცესების მომხრე, თუ ეთანხმება იმ დღის წესრიგს, რაც მისმა ლიდერმა დაანონსა, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციური და რადიკალური ქმედებების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. თუ ნორმალური პოლიტიკური პროცესის მომხრეა და მკვეთრად განსხვავებული ოპოზიციონერი, მაშინ მან, როგორც ნორმალურმა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ნებისმიერ უწყებაში. თუ მას არანაირი დანაშაული არ აქვს, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს და არ ექნება. პოლიტიკოსმა კანონმდებლობას პატივი უნდა სცეს. როცა ის ამბობს, არც ერთ უწყებასთან არ ითანამშრომლებს, ასეთი პოლიტიკოსი არავის სჭირდება, არც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს", - განაცხდა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×