რეზონანსი
04.12.2021

თბილისში 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები „რუსთავი 2“-თან საუბარში ჰყვებიან, კონფლიქტი მოზარდებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაპირისპირება მოზარდებს შორის, გოგონას გამო დაიწყო.

შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა. მათივე თქმით, მოზარდები იმ კორპუსის მაცხოვრებელები არ იყვნენ და ვარაუდობენ, რომ დაჭრაც სხვა ტერიტორიაზე მოხდა. 

"ბევრმა ბავშვმა ჩამოირბინა ერთად, შემდეგ ერთი დაეცა და მეზობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს" - აცხადებს ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×