რეზონანსი
04.12.2021

ლიზა იასკოს განცხადებით, ექიმების შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, რასაც ის არ ეთანხმება და შიშობს, რომ სააკაშვილს ასეთ მდგომარეობაში დააბრუნებენ ციხეში. 

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მეუღლის კომენტარს "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. კომენტარი მედიასთან გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია  და გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ რუსთავის ციხეში, ექიმთა დასკვნების საფუძველზე, პენიტენციური სამსახური მიიღებს.

"პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური, შესაბამისი ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე. ყველამ კარგად დაინახა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანი, პატიმარი და მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის, სწორ დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიყვანა ის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, მოასწავებს იმას, რომ ის ზრუნავს არა მხოლოდ იმაზე, როგორ დაკმაყოფილდეს ოპოზიციის რადიკალური ნაწილის სურვილი, არამედ მხოლოდ იმაზე, როგორ იქნეს პატიმრის უფლებები ბოლომდე დაცული," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

განცხადებას აჟიოტაჟის შექმნის მორიგ მცდელობას უწოდებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე:

"მორიგი მცდელობაა, რომ აჟიოტაჟის შექმნის გზით აქტუალობა შესძინონ ბატონი სააკაშვილის ფიგურას. რა დაწესებულებაც არის შერჩეული იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი იქნას გატარებული, რელევანტურად იმისა, ამის საჭიროება არის თუ არა, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება, როცა ამის დრო დადგება და ამას იტყვის სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკური ხელისუფლება ამაზე ინფორმაციას ღებულობს, მაგრამ ეს პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მისაღები გადაწყვეტილებებია და ამაში გასაკვირი, ან მით უმეტეს შემაშფოთებელი არაფერია," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×