რეზონანსი
04.12.2021

შრომის ინსპექცია კლუბი "ხიდს" 10 000 ლარით დააჯარიმებს და დალუქავს. ამის შესახებ BMG-ის შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის შრომის ინსპექციის წარმომადგენლები გასულები არიან ობიექტის დასაჯარიმებლად და დასალუქად.

მიზეზი ისაა, რომ 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობის პროცესში კლუბ "ხიდზე" აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა. 1 დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად, იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის N322-ე დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.

21-თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერს, კლუბმა "ხიდმა", მწვანე პასპორტის ამოქმედებასთან ერთად, მუშაობა განაახლა. როგორც კლიბის წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ BM.GE-ს რამდენიმე საათის განუცხადა, ინსპექციის თანამშრომლები კლუბში გუშინ იმყოფებოდნენ, გააფრთხილეს, თუმცა არ დაუჯარიმებიათ.

"გასვლისას თქვეს, ხვალ გამოვწერთ ჯარიმასო, ვნახოთ. ჩვენ ამ ჯარიმის ჩათვლას არ ვაპირებთ. 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა "მწვანე პასპორტის" სისტემა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამით და იმაზე მკაცრად ვიცავთ წესებს, ვიდრე დაშვებულია ქვეყანაში,"-აცხადებს ებრალიძე.

მისი თქმითვე, იმ შემთხვევაში თუ ინსპექცია დააჯარიმებთ, ამას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×