რეზონანსი
04.12.2021

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

"რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა", - წერს ნიკა მელია და „ფეისბუქზე" და სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ სმს შეტყობინების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს".

რაც შეეხება მელიასთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, როგორც მასშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს. გაგზავნილ სმს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭირო გახდა მელიას მოწმის სახით გამოკითხვა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყებაში, რომელსაც მელიას გადასცემენ, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები იქნება მითითებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×