რეზონანსი
04.12.2021

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომისიის (StiKo) ხელმძღვანელის, თომას მერტენსის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ახალი ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის „ომიკრონ" ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ასეთი ვაქცინის შესაქმნელად ვაქცინების მწარმოებლებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ.

"ომიკრონს" ბევრი ცვლილება აქვს სპაიკ-ცილაში, რამაც შეიძლება, ანტისხეულებისთვის ვირუსთან ბრძოლა გაართულოს. სავარაუდოდ, მწარმოებლებს ლაბორატორიაში სამი-ექვს თვე დასჭირდებათ. მათ უნდა შექმნან ვაქცინა, რომელიც „ომიკრონისა" და „დელტას" წინააღმდეგ იმუშავებს, რადგან „დელტა" ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული", - აღნიშნა StiKo-ს ხელმძღვანელმა.

კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ" ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა „ომიკრონ" ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ" ვარიანტის შემთხვევები დღემდე მსოფლიოს 38 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×