რეზონანსი
03.12.2021

ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას სჭირდება, მაგრამ მომავალში, როდესაც მე, ერთ მინისტრს ეროვნული თანხმობისკენ მომიწოდებთ და ეროვნულ თანხმობას მომთხოვთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო ეს ეროვნული თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ ვიდრე პოლიტიკაში იქნება, ყოველთვის შეახსენებს მათ წარსულს.

„თქვენი აზრით, ეს ეროვნული თანხმობა შემთხვევით ხომ არ უნდა გავაფორმო იმ კაცთან, ასე ჰქვია მეტრიკით ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს გალიაში ზის და რომელმაც მილიონი ლარები დახარჯა, რომ საკუთარი კანის ნაოჭები ესწორებინა, ქონები დაედნო უგულავასთან ერთად და ასე ვთქვათ, უცნაური მეთოდებით შესრულებული ნახატებისთვის ეხარჯა 20 000 ლარი, მაშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ ნიჩაბი ვერ იყიდეთო. გეყიდათ მერე ეს ნიჩაბი, მკერდით მოხატული ნახატების შესყიდვით რომ იყავით დაკავებული, რომელიც სწორედ ერთი ნიჩბოსნის აღჭურვილობის ფასი დაჯდა, სად იყავით.

თქვენ ხართ წარსული. მესმის, რომ კვლავ ბობოქრობთ, მესმის, არც თუ ისე სასიამოვნოა, რომ მიწევს კვლავ თქვენზე საუბარი, მაგრამ ვიდრე ვიქნები პოლიტიკაში, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მანამდე თქვენ ვერ მოესწრებით, არ შეგახსენოთ წარსული. ვერც იმას მოესწრებით, პარლამენტის წინაშე წარვდგე ისე, რომ არ ვიცოდე დეტალურად ყველა ის მიმართულება თუ საკითხი, რომელიც სამინისტროს აბარია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×