რეზონანსი
03.12.2021

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საზოგადოებას, ვინც გვიყურებს, შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ შენ თუ ნაკლოვანზე საუბრობ ან კრიტიკულს ამბობ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, წარსულის შეცდომა იქნება თუ დღევანდელი, ამას მოსდევს ისეთი პასუხები, რომ ჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და არ იმუშაო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პლენარულ სხდომაზე, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

„თეა წულუკიანი საუბრობს, რომ იქ მორბენალს სარბენი ბილიკი არ აქვს, ეს არის უშველებელი ჩამონათვალი იმ მძიმე მემკვიდრეობის, რაც მივიღეთ. კულტურის მინისტრმა სია, რომ წარმოადგინოს, რა გაკეთდა, რა გადარჩა და რა გადარჩება, რა პროგრამა და მიმართულებებია, კულტურაში და სპორტში, ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ ეს ადამიანი, თავის საქებრად არ მოსულა, საქმეზე სალაპარაკოდ მოვიდა და აქ ისეთი დამოკიდებულება დახვდა, რომელიც სამწუხაროდ ვიხილეთ. ამათ უნდათ თვითონ ილაპარაკონ, თითი აქნიონ, მოსული ხარ და თავი დაუხარო. ძალიან რთულია, ამ პირობებში თავი გაართვა იმ ამოცანებს, რომელსაც შენ სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესები გთხოვს. დიდი მადლობა მინისტრს, რომ ამდენი გაკეთდა, კეთდება და მომავალშიც გაკეთდება", - აცხადებს ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×