რეზონანსი
03.12.2021

მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან გადაღლილი და საკმაოდ სუსტად. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ, სასამართლო სხდომაზე თავად თქვა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტს აქტიურობას ურჩევს.

„არავითარი გზავნილი არ აქვს. რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ თავად თქვა გამოსვლის დროს. არის ძალიან გადაღლილი, არის საკმაოდ სუსტად. როგორ უნდა იყოს, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, ხალხისგან, - ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ვხედავ. ხომ დაინახეთ რა ხდება სასამართლოზე, რა იმედი უნდა მქონდეს? ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის, ლაპარაკობს და შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მანამდეც ლაპარაკობდა ამდენი წელი.

მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას. თვითონ განსაზღვრავენ ალბათ. რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და აქტიურობა არის საჭირო", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×