
გიორგი გაბედავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს რომ ჟურნალისტი კოტე ინაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის ძმა იყო.
"ციხეში როცა ვიყავით რადიო ობიექტივს ვუსმენდით ხოლმე ჩუმად... კოტე ინაშვილს მიჰყავდა გადაცემა, საიდანაც პატიმრებს მოიკითხავდა, ამხნევებდა, მწამებლებს ამხელდა, პატიმრების ოჯახის წევრებს აძლევდა საშუალებას მოეკითხათ პატიმრები... პატიმრების იმედი იყო კოტე, საშინელი ტრაგედია დატრიალდა , ვუსამძიმრებ კოტეს ოჯახს და მეგობრებს , ყველა იმ პატიმარს ვუსანძიმრებ ვისთვისაც კოტეს გადაცემა იმედის მომცემი იყო... უკეთილესი და უკარგესი ადამიანი დავკარგეთ , ღმერთმა გაცხოვნოს ძმაო! შეხვედრამდე" - წერს გიორგი გაბედავა
„ჩვენი კოტე….ჩვენს ირმას ერთადერთი ძმა, კოტე, აღარ ჰყავს…ღმერთმა ნათელში ამყოფოს კოტეს სული….კოტე, გვიყვარხარ და გვეყვარები" – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო კვარაცხელია.
"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, 1 საათის წინ ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს დანაკარგს, ძალიან მეწყინა კოტეს ამბავი" - წერს დავით თორდია სოციალურ ქსელში.
