რეზონანსი
02.12.2021

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულ სკანდალზე პასუხები არაადეკვატურია. მისი თქმით, სააკაშვილმა დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, მათ შორის, შვილთან დაკავშირებით. შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×