რეზონანსი
02.12.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მიზნობრივ ჯგუფებში, მათ შორის 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს.

„ჩვენ ძირითადი გენერირება მძიმე დაავადების და სიკვდილობის გვაქვს ასაკოვან ადამინებში, განსაკუთრებით 60-65 წლის ზემოთ. ამიტომ აქაც უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. მე მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს. ეს ნიშნავს ათასობით ჩვენს გადარჩენილ მოქალაქეს. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×