რეზონანსი
28.11.2021

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.

ჩალაძის განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები, რომელიც თავად გადაიღო.

ის მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია“, - განაცხადა ჩალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×