რეზონანსი
28.11.2021

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მეასამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა.

როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.

„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს", - განაცხადა ყიფშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×