რეზონანსი
26.11.2021

ისეთი მოსამართლეები იყვნენ, ავტობიოგრაფიებს რომ ვუსმენდი, ალბათ ყველა გაოცებულია, რომ ეს ხალხი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ხდებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი არ გამოიხატება ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვაშაძის შეფასებით, ეს შესაძლებელია სიტყვითაც.

„ყველგან ერთი და იგივე ვერ იქნება, სადღაც ცოტა სოლიდურობა უნდა შეინარჩუნო იმისთვის, რომ შენი დასავლელი პარტნიორებისგანაც მხარდაჭერა გქონდეს. საკრებულოში, რაც იყო, სხვა რამ არის, პარლამენტში მოსამართლეების საკითხი უფრო ფაქიზია. ფრთხილად უნდა იყო, რომ შენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გქონდეს, თუ არ გექნება მხარდაჭერა, უფრო დაისუსტებ პოზიციებს. თუ ისე მოიქცევი, რომ მხარდასაჭერ შესაძლებლობას ვეღარ იპოვის შენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი, რა უნდა გითხრათ ახლა, „ყველა ერთი ოხერი ხართ," ბოლოს და ბოლოს და იქნება ასე. ამიტომ, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც შუბლი ვურტყათ კედელს, პროტესტი არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებას, პროტესტი უნდა გამოიხატოს სიტყვიერადაც, ქმედებებში და ვფიქრობ, საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა, თითქმის ყველამ, პროტესტი გამოხატა ამ პროცესთან დაკავშირებით - ამას დაეთანხმა ამერიკის და ევროკავშირის მხარე. ეს ნიშნავს, რომ ეს პროცესი არ ჩაითვლება მართლმსაჯულებაში წინ გადადგმულ ნაბიჯად.

საინტერესოა, ისეთი მოსამართლეები იყვნენ, ავტობიოგრაფიებს რომ ვუსმენდი, ალბათ ყველა გაოცებულია, რომ ეს ხალხი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ხდებიან, მათ შორის „ქართული ოცნება",- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×