რეზონანსი
26.11.2021

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.

„მადრიდში შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ შეხვედრები ჩემს კოლეგა სპიკერებთან. ამ ფორმატის გამოყენებით მნიშვნელოვანია საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარების პოლიტიკის უფრო დიდი მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან წარმატებით ვახორციელებთ და ყოველწლიურად მხარდამჭერი ქვეყნების კუთხით გვაქვს შედეგი. გვინდა ამ რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. ვიმსჯელებთ კოლეგებთან სავაჭრო კავშირებზე, ინვესტიციებზე და ტურიზმზე. არაღიარების პოლიტიკაზე საუბარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ გვექნება შესაძლებლობა პირისპირ შევხდეთ, ვიმსჯელოთ ამ თემებზე, უშუალოდ გავცეთ პასუხები შესაძლო კითხვებზე და დავარწმუნოთ ისინი პოზიციების სისწორეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ კუთხით გვაქვს წარმატებები და ეს კარგად არის ასახული გაეროს რეზოლუციების მხარდამჭერთა ყოველწლიურად ზრდაში", - აცხადებს კუჭავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×