რეზონანსი
27.10.2021

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია იმართება.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის წევრი ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, ასევე ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა. ზუგდიდში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენაკში „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამაც, რომლებმაც შეკრებილებს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ხმა მომეცით. 30-ში მოდით. ნუ შეგეშინდებათ ამათი. ზეწოლას უარი. ერთად დავდგეთ, ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მინდა, საქართველო გამარჯვებული და გაბრწყინებული ვნახო. ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმ ანზორ მელიას ტელეფონი, მუდმივად ჩართულია, ისე იქნება, მერის ტელეფონიც ჩართული", - განაცხადა ანზორ მელიამ.

აქციაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს მერაბ სეფაშვილმა და ლექ-სენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×