რეზონანსი
25.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილს სოციალურ ქსელში, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აქვეყნებს.

"ძვირფასო ფოთელებო,

თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×