რეზონანსი
25.10.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

დეკანოიძემ გუნდის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ქუთაისი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, საერთაშორისო მასშტაბის ქალაქი.

მისი თქმით, ოპოზიციას მომავალი კოალიციურ მმართველობაში ესახება.

ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე - მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო" - ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი - მეტი თავისუფლება" - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×