რეზონანსი
25.10.2021

პრეპარატი "ნარკანი" სააფთიაქო ქსელში ურეცეპტოდ გაიყიდება - ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის, პროექტზე ამ წუთებში პარლამენტში მსჯელობენ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ანტიდოტი აკრძალული არ უნდა იყოს.

"ანტიდოტი არ უნდა იყოს აკრძალული და უნდა მოვუწოდებდეთ ადამიანებს ედოთ მანქანაში სასწრაფოდ რომ დასჭირდეთ. კარგია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდით. მომავალში მაინც იქნებ გადავარჩინოთ სიცოცხლეები, ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა იმან, რომ ჩვენ არ ვიცოდით რას ვკრძალავდით,"- აცხადებს ხვიჩია.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნარკანის ურეცეპტოდ გაცემის თემაზე კომიტეტი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×