რეზონანსი
25.10.2021

27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15:00 საათიდან დაიწყება, აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იქნება აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.

„ქართული საზოგადოება ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს. ეს კიდევ ერთხელ მოხდება 27 ოქტომბერს, სადაც ჩვენ 15:00 საათიდან დავიწყებთ შეკრებას და 17:00 საათზე იქნება აქცია, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირებს. აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. 2 ოქტომბრის არჩევნებს სჭირდება გამარჯვებით დასრულება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოხდება. ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×