რეზონანსი
25.10.2021

სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა - როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაანონსებული აქცია, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურში მარცხდება.

უგულავას განცხადებით, „ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი".

„სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. „ქართული ოცნება" მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩემთვის კომიკურია, მაგრამ თავისი განცხადებებით ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხებით დარბიან და რომლებიც აქაც ჩამოიყვანეს. დეპუტატმა ბატონმა იზორიამ, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა მოკრივეები, არა მგონია წინასაარჩევნოდ კრივში სავარჯიშოდ. ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი. მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება", - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×