რეზონანსი
25.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, კონსილიუმი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ",-აღნიშნავს ფაღავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზურაბ ფაღავამ მედიას განუცხადა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა, თუმცა იმავე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმს საუბარი არ ჰქონია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×