რეზონანსი
25.10.2021

25 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ტექნიკური სამუშაოები დღეს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. გადაერთებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღის 12:00 სთ-დან 26 ოქტომბრის დღის 12:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის, დადიანის, ხუდადოვის, ურიდიას და ქებურიას ქუჩების ნაწილს; მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, რკინიგზის და მესხის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გურგენიძის ქუჩებს და ლალიონის შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×