რეზონანსი
24.10.2021

მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა: როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მიზანი იყოს დასავლეთი ან ევროპა? ეს შეიძლება მიზნის მიღწევის საშუალება იყოს, მაგრამ მიზანი არ შეიძლება იყოს და თან კონსტიტუციაში ჩაწერილი.  მსახიობი მიიჩნევს, რომ საქართველომ მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული ნიშა უნდა მონახოს.

„რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, მაგალითად ორგანული ქვეყნის {ნიშა}. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საფიქრალია, დისკუსიები უნდა იმართებოდეს. მაგრამ რაზე იმართება დისკუსიები? აბსოლუტურად ამოვარდნილები ვართ რეალობიდან და ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება გავიდა იმაში, ვინ უფრო ცუდია - ერთი თუ მეორე და ეს არის 30-წლიანი ჯოჯოხეთი, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×