რეზონანსი
24.10.2021

„დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს", - განაცხადა „ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, „ინტერპრესნიუსთან, „ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადების პასუხად.

მისი თმით, დავით კირკიტაძე პროვოკაციებსა და დესტუქციებში წარსულშიც გამოირჩეოდა.

„როგორც ჩანს, ახლაც გამოსდის დავით კირკიტაძეს. ამ ქალაქში გვინდა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. მათი მხრიდან პირველი ტურის პერიოდშიც და ახლაც არის დესტრუქცია და პროვოკაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არავის აწყობს", - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×