რეზონანსი
23.10.2021

თბილისი-ბათუმის მატარებლის გაჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზი გაწყდა, რომელიც რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა და ის დააზიანა.

მათივე ცნობით, ამჟამად მოძრაობა 4 მიმართულებით არის გაჩერებული: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. 

"სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია:

თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.

სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება",- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×