რეზონანსი
21.10.2021

ათენში ვიზიტით მყოფი კახა კუჭავა ნიკა მელიას მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია გვიან, მხოლოდ მეორე ტურისთვის წამოიწყო და კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძვის, კონკურენტი არ ჰყავს.

„პირადად ჩემი აზრია, რომ ცოტა დააგვიანეს კიდეც. მათ პირველი ტურისთვის მზადება და ზოგადად არჩევნებისთვის მზადება იმ კონსტრუქციული ნაბიჯებით რომ დაეწყოთ, რომელიც მათ ამომრჩეველს მისცემდა საშუალებას ამ კუთხით შეეფასებინათ და არა სიძულვილის ენის გამოყენებით, განხორციელებული დესტრუქციული პოლიტიკით, მაშინ შეიძლება ისინი უფრო წარმატებულები ყოფილიყვნენ. ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ამის გაკეთება ცოტა უკვე გვიანია. ეს მათი არჩევანია, ჩრდილოვანი წარმოადგინონ თუ სხვა მთავრობა. ამომრჩეველი მეორე ტურზე გააკეთებს არჩევანს და ძალიან კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს", - განაცხადა კუჭავამ.

20 ოქტომბერს ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×