რეზონანსი
20.10.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×