რეზონანსი
20.10.2021

პრემიერმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­დი­ის კი­თხვას უპა­სუ­ხა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ნამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს, სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ცი­ხი­დან. მისი თქმით, კა­ნო­ნის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სუ­რუ­ლე­ბას წინ ვე­რა­ვინ ვერ აღუდ­გე­ბა.

"არც ფო­ტი­გა, არც კუ­ბი­ლი­უ­სი და არც არა­ვინ, ჩემ­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არა­ფერს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში არის 700 დე­პუ­ტა­ტი, ჩვენ ვერც ფო­ტი­გას ჭკუ­ით ვივ­ლით და ვერც კუ­ბი­ლი­უ­სის. ყვე­ლამ მი­ხე­დოს თა­ვის ქვე­ყა­ნას, მე ერთი მინ­და ვუ­თხრა, ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას წინ ვე­რა­ვინ ვერ აღუდ­გე­ბა. ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლამ.

მინ­და ასე­ვე შე­ვახ­სე­ნო, თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს, რომ­ლე­ბიც რა თქმა უნდა, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა აქვთ სა­ა­კაშ­ვილ­თან, პი­რა­დი მე­გობ­რო­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი, ვინც აქ­ტი­უ­რობს, ბა­ტო­ნი გლუქსმა­ნი იყო ეკა ზღუ­ლა­ძის მე­უღ­ლე - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლის მე­უღ­ლე. სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი იყო და ჩარ­თუ­ლი იყო მთელს ამ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. მა­შინ მთე­ლი ის პე­რი­ო­დი, როცა ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რი მძვინ­ვა­რებ­და, ძა­ლა­დო­ბა, უბე­დუ­რე­ბა, წა­მე­ბა ცი­ხე­ებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ხოც­ვა, ეს ადა­მი­ა­ნი დღეს ჩვენ ჭკუ­ას გვას­წავ­ლის. რა კო­მენ­ტარს მთხოვთ, ვერ გა­ვი­გე. ვინ არის სა­ერ­თოდ ფო­ტი­გა, რა­ტომ ბე­და­ვენ ამ­დენს“, - აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×