რეზონანსი
20.10.2021

ჩვენ მოსახლეობას უნდა გავუფრთხილეთ და საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ: სიკეთეებზე, პროექტებსა და ახალ საქმეებზე. აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - არ არის საინტერესო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ჩემი დავალებით შეიქმნა ის ჯგუფიც იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა რა დარჩეს პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზეც, როგორც პატიმარზე, იზრუნონ. როგორც ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ პატიმარს. კაცს, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის და არ უნდა გადამოეკვეთა ასე ქურდულად საზღვარი. მას თუ ჰქონდა ელემენტარული კაცობა და ვაჟკაცობა, შემულიყო ჩვეულებრივად, ღიად ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×