რეზონანსი
20.10.2021

გორში, ფარნავაზის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 6 ახალგაზრდას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 ადგილობრივი თბილისიდან ჩასულ პირს ქვებითაც დაუპირისპირდნენ. ის გორმედშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს.

სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ჩხუბის ხუთივე მონაწილე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×